სასწავლო რესურსები

სასწავლო რესურსი
როგორც ცნობილია, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით, დამატებითი აქტივობების ჩამონათვალში შედის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-
ტით განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნაც, რაც სავალდებულო აქტივობაა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისათვის სტატუსის შესანარჩუნებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილისა და შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი
მასწავლებელი ასეთ რესურსს შექმნის, ისთამაშგარე მდგომარეობაშიდარჩება. რადგანაც რესურსი ან პროფესიული ლიტერატურა არ არის / არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების, მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული აქტივობისათვის კრედიტი მომდევნო საფეხურზე მიიღოს. რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გა-
მოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ, შესავალი, თავი II, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც.
რა სახის სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში?
1. ელექტრონული რესურსები:
1) კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები;
2) საგანმანათლებლო ვებ-გვერდი;
3) სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია...)
2. თვალსაჩინოება:
1) პლაკატი (ტაბულა, სქემა, ცხრილი...);
2) რუკა/ატლასი;
3) მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის (მაგ., მოძრავი ანბანი, ლოტო...);
4) მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი...);
5) დანადგარი / ხელსაწყო/მაკეტი/დეკორაცია;
6) ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით.
რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში;მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება უპასუხებს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას;
სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო; იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. მასწავლებლები ხშირად მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად რესურსების ნაკლებობას ასახელებენ, თუმცა, საბედნიეროდ, სისტემაში არიან ისეთებიც,რომლებიც საიდანღაც რესურსების მუდმივი მოლოდინის ნაცვლად თავად ქმნიან საინტერესო რესურსებს. მცირედი შემოქმედებითობა და შეიძლება გადასაყრელად გამზადებული ნივთები თუ ძველი ჟურნალ-გაზეთები მასწავლებლის ხელში მოსწავლეებისათვის მამოტივირებელ, ინტერესის აღძვრისა და საკითხში ჩაღრმავების წყაროდ იქცეს. თავად მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსის შექმნას ან უკვე შექმნილის მოდიფიცირებას ერთი არსებითი უპირატესობა აქვს: მას შეუძლია ამ რესურსის მორგება კონკრეტული კლასის, ასაკის, ჯგუფის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე. თუ მასწავლებელი კარგად იცნობს საკუთარ მოსწავლეებს, იცის მათი ინტერესები, ინდივიდუალური თავისებურებები, ადვილად მოახერხებს დააკმაყოფილოს მათი სასწავლო საჭიროებები, გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს უკეთესი შედეგები.იმისათვის, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი იყოს ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც, აუცილებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:

1. რესურსის მართებულად გამოყენება ნიშნავს იმას, თუ რამდენად შეესაბამება ის გაკვეთილის მიზანს. რესურსის შექმნისას მასწავლებელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მის მიერ შექმნილ რესურსს,დაეხმარება თუ არა ის დასახული შედეგების მიღწევაში;
2. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების ცხოვრებისეულ თუ სასწავლო გამოცდილებას. მან იმდენად უნდა დააინტერესოს მოსწავლე, რომ მას იმავე თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდეს;
3. რესურსმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და გაუძლიეროს მათ თანამშრომლობის სურვილი. რესურსი, რომელიც მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამ კეთებით რაღაცის აღმოჩენას (მით უმეტეს, თუ ესრაღაცსაერთო ძალისხმევის შედეგია), ამ შემთხვევაში შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენ მიერ შექმნილმაპროდუქტმაგაამართლა;
4. მნიშვნელოვანია, რომ რესურსი არ იყოს ორიენტირებული მოსწავლეების რომელიმე ერთი უნარის განვითარებაზე, არამედ იძლეოდეს უნარების კომპლექსურად განვითარების საშუალებას. მაგალითად, სასწავლო ფილმის შექმნისას მასწავლებელს შეუძლია ჩართოს მოსწავლეები სცენარის წერაში (წერის უნარი), ფილმის გახმოვანებაში (ზეპირმეტყველების უნარი), მიიღოს მათგან რჩევები ხედებისა და რაკურსების შესარჩევად (სივრცითი ინტელექტი), დააფიქროს განათების წყაროებზე (ფიზიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი) და ..;
5. რესურსი უნდა მისდევდეს გარკვეულ სქემას და იყოს თანამიმდევრული. ორგანიზებულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსის შედგენისას. როცა მასწავლებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული რესურსის მიზნები, შეძლებს თანამიმდევრულად დაალაგოს მასალა, რომელიც მოსწავლეებს მისცემს საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების საშუალებას.
6. რესურსმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხს, გააანალიზონ, შეხედონ მას სხვადასხვა კუთხიდან, დაადგინონ კანონზომიერებები;
7. რესურსს უნდა ერთვოდეს მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქცია, მიწოდებული იმ ენით, რომელიც შეესაბამება სამიზნე მოსწავლეთა ცოდნის დონეს;
8. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებს, გამოიყენონ სწავლის სხვადასხვა სტრატეგია, რათა შემდეგ თავად შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, საკუთარ თავისებურებებზე მორგებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
9. რესურსი უნდა ემყარებოდეს სანდო წყაროებს. მოსწავლეებმა უნდა აღიქვან,მოისმინონ და წაიკითხონ ის მასალა, რომლის მეშვეობითაც გაიღრმავებენ ცოდნას, ამიტომ აუცილებელია, რესურსის შექმნისას მასწავლებელმა იხელმძ-
ღვანელოს ავთენტური წყაროებით - ენციკლოპედიით, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომებით, სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, რომლებიც მოსწავლის ცოდნის დონის შესაბამისად იქნება ადაპტირებული და დამუშავებული;
10. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეს, მიღებული ცოდნა გამოიყენოს საკლასო ოთახის გარეთაც, დაუკავშიროს ის რეალობას, პრაქტიკას;
11. რესურსის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად ფართოა მისი გამოყენების არეალიშეიძლება თუ არა ერთი და იგივე რესურსი გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობისათვის, სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
12. დაბოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად უსაფრთხოა რესურსი. უნდა მოვერიდოთ მსხვრევადი, ტოქსიკური ნივთიერების შემცველი მასალის, ბასრი საგნების / დეტალების გამოყენებას და .. ერთი შეხედვით უსაფრთხო რესურსი შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვის, ამიტომ რესურსის შეთავაზებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი რისკი და წინასწარ მიიღოს ზომები მისი თავიდან აცილებისათვის.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ამა თუ იმ რესურსის გამოყენება, აუცილებელია დავადგინოთ სხვადასხვა სახის რესურსის დადებითი
და უარყოფითი მხარეები. ამის დადგენა მასწავლებელს აძლევს საშუალებას, წინასწარ განჭვრიტოს, რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ უარყოფითი მხარეები მაქსიმალურად შეამციროს. მაგალითად, თუ რუკა/სქემა/პლაკატი დიდი ფორმატისაა და მისი გამოყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას არის მოსახერხებელი, მასწავლებელს შეუძლია შედარებით მცირე ფორმატის რამდენიმე ასეთი თვალსაჩინოება შექმნას მცირე ჯგუფებში სამუშაოდ.

გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ტიპის რესურსის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები:

რესურსის ტიპი
პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რუკები
დადებითი მხარეები











უარყოფითი მხარე






1. ხშირად გამოიყენება სპეციფიკური საილუსტრაციო მიზნებისათვის.
დამახსოვრების ხარისხი იზრდება, რადგან ინფორმაცია შედის ორი -
აუდიალური და ვიზუალური - გზით;
2. გამოიყენება ყველა სასწავლო საგანსა და მეთოდით მუშაობის დროს;
3. სასწავლო გარემოს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის (თუ
დიდხანს არ კიდია კედელზე);
4. ადვილი შესანახია;
5. დიდია საკითხის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის აღძვრის ალბათობა.
დადებითი მხარეები


მალე ცვდება;
2. ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოსწავლის თვალი ეჩვევა და მოსა-
ბეზრებელი ხდება;
3. თუ დიდი ფორმატისაა, გამოიყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშა-
ობისას;
4. მხედველობის პრობლემის მქონე ან მოშორებით მსხდომი მოსწავლე-
ებისათვის ძნელად აღსაქმელია.
რესურსის ტიპი

მოდელები მაკეტები
დადებითი მხარეები




უარყოფითი მხარეები




1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას;
2. იძლევა რეალობის შთამბეჭდავი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას



1. რთულია და შეიძლება ძვირიც მისი დამზადება;
2. სიდიდიდან და მასალიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძნელი შესა-
ნახი;
3. შეიძლება შეიცავდეს საფრთხის შემცველ დეტალებს
რესურსის ტიპი
ტტეეტექნიკური აღჭურვილობა, დანადგარები, აპარატურატტტტტ
დადებითი მხარეები







უარყოფითი მხარეები




1. მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ ჰიპოთეზები, დააკვირ-
დნენ, როგორ მუშაობს დანადგარი ან აპარატურა პრაქტიკაში;
2. მოსახერხებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის
დროს;
3. შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება



1. დასამზადებლად რთულია და შეიძლება დაჯდეს ძვირი;
2. რთულია მისი ხშირად გამოყენება, თუ მოითხოვს დიდ ფართსა და
დროს;
3. რთულია შესანახად, რადგან საჭიროებს სპეციალურ სათავსოს

რესურსის ტიპი
მასალების კოლექცია
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები






1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას;
2. აღძრავს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს;
3. უბიძგებს მოსწავლეებს ჰიპოთეზების გამოთქმისაკენ და ეხმარება მათ
ყურადღების კონცენტრაციაში;
4. გამოიყენება არაერთჯერადად;
5. მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და
სხვადასხვა საგანში



1. შეგროვება მოითხოვს ხანგრძლივ დროს;
2. მოპოვება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სირთულეებთან;
3. ძნელი შესანახია;
4. საჭიროებს ზუსტ აღრიცხვასა და კატალოგიზაციას.
რესურსის ტიპი

აუდიო საშუალებები

დადებითი მხარეები






უარყოფითი მხარეები


1. იძლევა ჩაწერილი მასალების (მაგალითად, ინტერვიუების, მუსიკალუ-
რი ჩანაწერების და სხვ.) მოსმენის საშუალებას;
2. იძლევა რეალური პიროვნებების გამოცდილების გაცნობისა და მათგან
ინფორმაციის მოსმენის საშუალებას;
3. მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს სპეციფიკური ამბების ჩანაწერი,
როგორც საილუსტრაციო მაგალითი;
4. განსაკუთრებით ეფექტიანია ენის სწავლების დროს.


1. მომზადება, ჩაწერა და რედაქტირება მოითხოვს დროსა და ძალისხ-
მევას;
2. იმისათვის, რომ მისი გამოყენება შეძლონ მცირე ჯგუფებმა, საჭიროა
საკმარისი რაოდენობა;
3. მოითხოვს ზუსტ კატალოგიზაციას.
რესურსის ტიპი

კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები
დადებითი მხარეები










უარყოფითი მხარეები





1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის
მიმართ;
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი (ვიზუალური,
აუდიალური, კინესთეტიკური);
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის
მოსწავლეების მოთხოვნილებებს.




1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების დასაუფლებლად;
2. საჭიროებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას და დენის მუდმივ წყა-
როს.
რესურსის ტიპი

საგანმანათლებლო ვებგვერდი
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები


1. იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციის, ტექსტების, სურათების, ვიდეო
და აუდიომასალის გამოქვეყნების, დამატებისა და რედაქტირების
საშუალებას;
2. იძლევა იმის კონტროლის საშუალებას, თუ ვის მიუწვდება განთავსე-
ბულ ინფორმაციაზე ხელი;
3. შესაძლებელია ინფორმაციის გაზიარება როგორც მხოლოდ ერთი
კონკრეტული მოსწავლისათვის, ისე ფართო აუდიტორიისათვის.



1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების დაუფლებაში;
2. საჭიროებს დიდ დროს;
3. არსებობს ვებგვერდზე არასანდო ინფორმაციის მოხვედრის საფრთხე.
რესურსის ტიპი

მულტიმედიური პროდუქტები: ვიდო რგოლი, ფილმი, აუდიო ჩანაწერი, აუდიო წიგნი....
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები

1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის მიმართ;
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი და, შესაბამი-
სად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია;
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის
მოსწავლეების მოთხოვნილებებს



1. ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომ-
ზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში;
2. მოითხოვს დიდ დროს და მუდმივ განახლებას

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი?

იმისათვის, რომ შეფასდეს წარმოდგენილი სასწავლო რესურსი, აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
ყველა ტიპის სასწავლო რესურსს უნდა ახლდეს რეფლექსია, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რა მიზნით შექმნა მასწავლებელმა რესურსი, როგორ გამოიყენა ის სასწავლო პროცესში, ასევე რა შედეგს მიაღწია მოსწავლეებთან ამ რესურსისგამოყენებით.
საგანამანათლებლო ვებ-გვერდი უნდა იყოს საავტორო. მასზე განთავსებული უნდა იყოს ავტორის მიერ შექმნილი მასალა, არა მხოლოდ ის რესურსები, რომლებიც მასწავლებელს აქვს ან ჰქონდა წარდგენილი კრედიტქულების მოსაპოვებლად. სხვის მიერ შექმნილ რესურსებზე მითითებული უნდა იყოს წყარო/ავტორი.
ყველა ტიპის თვალსაჩინოება უნდა იყოს ორიგინალური და უნიკალური, რომელიც არ არის ერთჯერადი გამოყენების და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში. რესურსს უნდა ახლდეს შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას
სხვა მასწავლებლების მიერ.იმ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შესაძლოა შეიცავდეს ფიზიკურ
საფრთხეს, უნდა ახლდეს უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქცია.
რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსის შექმნის დასადასტურებლად?
ცხრილში წარმოდგენილია სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ბეჭდური/ხელნაწერი რესურსები                               ბეჭდური რესურსის ელექტრონული ვერსია Word-ის, PDF, Power Point-ის, ან Excel-ის ფორმატში;
                                                                                           ხელნაწერი რესურსის დასკანერებული ასლი.


ელექტრონული რესურსები                                       – ვებგვერდის მისამართი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული რესურსი / ბმული.


თვალსაჩინოება                                                           თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა;
                                                                                        სასწავლო პროცესში მისი დანიშნულების დასაბუთება.




წარმოდგენილი რესურსი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 51%- და მეტს, ანუ 20 ქულიდან მინიმუმ 11-.რესურსი არ შეფასდება, თუ ავტორი:
1. არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურ დებულებებს);
2. არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი);
3. წარმოადგენს იმ აქტივობებს, რომლებიც უკვე შეფასდა 2011-2014 წლებისმასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემისფარგლებში;
4. წარმოადგენსმასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს წარმოადგენს ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.
რაც შეეხება ელექტრონულ რესურსებს, აქ ერთი, უნივერსალური რუბრიკის შემუშავება საკმაოდ რთულია, რადგან ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე თითოეულს დამატებით სხვადასხვა რუბრიკა შეიძლება ჰქონდეს.


სასწავლო რესურსისი  შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
1
2
3
4
1.
რესურსის შესაბამისობა საგანმანათლებლო მიზნებთან, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას
სასწავლო რესურსი არ შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
რესურსის კავშირი  საგანმანათლებლო მიზანთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ბუნდოვანია.
რესურსი შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნუ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებს; სასწავლო მიზნები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.

2.
სასწავლო რესურსის შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი რესურსი.

გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
სრულად შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს.
3.
სასწავლო რესურსის შინაარსობრივი გამართულობა
რესურსი შინაარსობრივად გაუმართავია. მისი გამოყენება შეუძლებელია სამიზნე ჯგუფის მიერ. რესურსი უსისტემოა / ქაოტურია.
რესურსს აკლია შინაარსობრივი გამართულობა, ნაკლებად ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის  ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ არ არის კარგად ორგანიზებული, აკლია ლოგიკურობა და თანამიმდევრულობა.

რესურსი შინაარსობრივად გამართულია, თუმცა სრულად არ  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. რესურსი კარგადაა ორგანიზებული, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან 
ან
რესურსი შინაარსობრივად გამართულია,  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან, თუმცა არ არის სათანადოდ ორგანიზებული.

რესურსი შინაარსობრივად გამართული და მრავალმხრივია;  სასარგებლოა და ღირებული სამიზნე ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, უადვილებს მომხმარებელს სასურველი შედეგის მიღწევას. რესურსი კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური და თანამიმდევრულია.
4.
სასწავლო რესურსის ინოვაციურობა / ორიგინალურობა
რესურსი არ არის ორიგინალური, არ არის აქტუალური.
რესურსი ნაკლებად  ორიგინალურია / სხვა, უკვე არსებული რესურსების მსგავსია.
რესურსი ნაწილობრივ ორიგინალურია / შეიცავს ორიგინალურ ელემენტებს.
რესურსი არის ახალი, უნიკალური და საინტერესო. მასში ჩანს პიროვნული მიდგომა, ინდივიდუალური სტილი.
5.
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი
რესურსი არ არის ინტერაქტიური.  მისი პრაქტიკული  გამოყენების არეალი ვიწროა. 
რესურსი ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; არ უწყობს ხელს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას. მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი გადამუშავების შედეგად.
რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში;   მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. რესურსი იძლევა ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
რესურსი ინტერაქტიურია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას  / რესურსი სრულად ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий