пятница, 24 июня 2016 г.


მისია და ხედვა

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნამდებარეობს ქ. თბილისის სარაჯიშვილის ქ. №108.                
სკოლა ახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას, საგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.  განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნულ სასწავლო გეგმსა და სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე ახორციელებს ქართული და  ინგლისური ენების,  მათემატიკის გაძლიერებულ  სწავლებას.
     სკოლა-ლიცეუმის მთავარი ამოცანაა შექმნას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.
საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მიღწეული     შედეგი;
  • ·       გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები; მოსალოდნელი შემთხვევისათვის გათვალისწინებულია მზაობა სსსმ მოსწავლისათვის დამატებით სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებაოზე;
  • ·         მისია ასევე ითვალისწინებს სწავლაში მოიაზრებდეს არა ერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლის და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება, მთავარ პრიორიტეტად გაიხადოს არა მხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი
  • ·         იზრუნოს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, მატერიალური და ადამიანური რესურსების სრულყოფისათვის;
  • ·         იზრუნოს მოსწავლეთა და თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დაცვაზე,    შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
  • ·         იზრუნოს ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში;
  • ·         აღზარდოს მომავალი თაობა ტოლერანტული სულისკვეთებით.
  • ·         შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;
  • ·         უზრუნველყოს  ქართული და ინგლისური ენების, ისტ-ის სწავლების  მაღალი დონის საფუძველზე  ტრადიციული და თანამედროვე  საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უნარების განვითარება;
  • ·         სასწავლო დისციპლინების საფუძვლიან სწავლებაზე დაყრდნობით უზრუნველყოს მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • ·         გაითვალისწინოს მოსწავლეთა შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათ თვითრეალიზაციასა და პროფესიულ ორიენტაციას;
  • ·         გაითვალისწინოს გახანგრძლივებულ ჯგუფში მოსწავლეთა ჩასარიცხად  მშობელთა მოთხოვნები (18 საათამდე);
  • ·         უზრუნველყოს ინტეგრაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოებას შორის;
  • ·         იზრუნოს მოსწავლეებში იმ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზების და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის;
  • ·         იზრუნოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და  კარიერულ წინსვლაზე;
  • ·         გაითვალისწინოს შენიშვნები,წინადადებები და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნას გადაწყვეტილება სკოლის მისიასა და სხვა დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ.
  • ·         სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”- მისია ყოველწლიურად კორექტირებადი  დოკუმენტია.

1 комментарий:

  1. How to create a titanium sheet with a 3D model | Titanium-arts
    The 3D model of titanium vs ceramic flat iron a 3D titanium easy flux 125 amp welder model is based on a model of the Triton. The 2D model consists is titanium expensive of 바카라 룰 the 3D model as aftershokz titanium described below:.

    ОтветитьУдалить